ქართველი ძიუდოისტების გამარჯვება

17 დეკემბერი 2017, 00:00 1904 ნახვა

სანკტ-პეტერბურგის მსოფლიოს მასტერზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 მედალი მოიპოვეს. ვერცხლის მედალი ლაშა შავდათუაშვილს ერგო. ფინალში იაპონელი  სოიჭი ჰაშიმოტო ვაზარით დამარცხდა. ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი  პირველივე წრეში ბელგიელ ევროპის ჩემპიონს, მსოფლიოს ორგზისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსან დირკ  ვან ტიხელტის შეხვდა და იპონით დაამარცხა. ბრინჯაოს მედალი კი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუსი მიხაილ პულიავი მარგველაშვილმა ვაზარით დაამარცხა. ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი პირველივე წრიდან ჩაება შეჯიბრებაში და რუს არდანოვს ვაზარით მოუგო. შემდეგ კი მოლდოველი დენის ვიერუ დაამარცხა.ქართველი ძიუდოისტი  მესამე შეხვედრაში ყაზახ იელდოს ზიმაკანოვთან დამარცხდა.

ამავე კატეგორიაში