რაში დაიხარჯა წარმომადგენლობითი ხარჯები?

15 დეკემბერი 2017, 00:00 2837 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობის მიერ წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივ გამოყენებაზე საუბრობს. ლაშა ადამია აცხადებს, რომ მთავრობის აპარატიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში დეტალურად არ არის ასახული რაში დაიხარჯა წარმომადგენლობითი ხარჯები.

ოპოციზიის ინფორმაციით, ყველაზე მეტი თანხა სარესტორნო მომსახურებისთვის გამოიყო, თუმცა რა სახის შეხვედრები დაფინანსდა ამის შესახებ ინფორმაცია უცნობია. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდა  მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს რეგიონმა არა ერთ საერთაშორისო კონფერენციასა და შეხვედრას უმასპინძლა და  თანხები კანონის სრული დაცვით დაიხარჯა.  მთავრობაში ამბობენ, რომ თუ რა ღონისძიებები დაფინანასდა წარმომადგენლობითი ხარჯების ფარგლებში აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით პარტიას მათთვის არ მიუმართავს.

ამავე კატეგორიაში