სპორტი მთავარში

12 დეკემბერი 2017, 00:00 2168 ნახვა

„გოლდენ სტეიტ ვორიორსის“ მიერ დანახული საქართველო და ზაზა ფაჩულია. მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო კლუბმა საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს ვიდეო მიუძღვნა. ვიდეო იმ პერიოდშია გადაღებული,  როცა ენბიეის ქართველმა ჩემპიონმა თასი საქართველოში ჩამოიტანა. სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ, კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი გადაწყდა. 20 დეკემბერს, რეგულარულ ჩემპიონატში, „ოკლენდ არენაზე“  „გოლდენ სტეიტისა“ და „მემფისის“ შეხვედრას ანსამბლი „შვიდკაცა“ გახსნის, რომელიც ამერიკის ჰიმნს შეასრულებს. დიდ შესვენებაზე კი ქართული ანსმაბლის მიერ  3 ქართული სიმღერაც აჟღერდება. ჩემპიონი გუნდის პრესსამსახურის თანამშრომლების მიწვევით „შვიდკაცა“ ოკლენდში 15 დეკემბერს გაემგზავრება და  „გოლდენ სტეიტის“ მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებს მონაწილოებას. დღეს, გამთენიისას კი რეგულარულ ჩემპიონატში „გოლდენ სტეიტმა“ შინ „პორტლენდი“ დაამარცხა ანგარიშით 111:104  - სამწუხაროდ ქართველმა ცენტრმა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2018 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 2 თებერვალს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი თურქეთის ქალაქ ანტალიაში, აზერბაიჯანის  ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. აქამდე, საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრებში ექვსჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.ბალანსი ჯერჯერობით თანაბარია. ჩვენი მეზობლების ეროვნულ საფეხბურთო  ნაკრებს მწვრთნელი ახლახანს შეეცვალა, ხორვატი რობერტ პროსინეჩკი, ყარაბაღის ექს დამრიგებელმა ყურბან ყურბანოვმა ჩაანაცვლა. შეგახსენებთ, რომ საქართველო და აზერბაიჯანი, უეფას ერთა ლიგის D ჯგუფის პირველ კალათაშია განთესილი. ერთა ლიგის წილისყრა, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში 24 იანვარს ჩატარდება. აზერბაიჯულ სპორტულ გამოცემა აზერისპორტს დღეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მოსალოდნელ მატჩზე და აზრებაიჯული ფეხბურთის აღმავლობაზე ისაუბრა. 

ამავე კატეგორიაში