საერთაშორისო კონფერენცია

26 ივნისი 2016, 00:00 2462 ნახვა

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ის ინიციატივით, ფართომასშტაბიან საგანგებო სიტუაციებში ოპერირების შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის მხარდაჭერით ჩატარდა. მოწვეულმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების წესების, ფართომასშტაბიან შემთხვევებში მოსახლეობის ინფორმირების, ქოლ-ცენტრის მოწყობისა და მომიჯნავე სამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. 

ამავე კატეგორიაში