ავარიის შედეგად ორმა ადამიანმა სხვადასხვა დაზიანება მიიღო

26 ივნისი 2016, 00:00 3004 ნახვა

ქვეითად მოსიარულეს მოპედი შეეჯახა და მძიმედ დააზიანა. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით ღამის 12-ის ნახევარზე, გორგილაძის ქუჩაზე, მერიის შენობასთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, მოპედის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუართან მყოფ მამაკაცს დაეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად მოგლეჯილია ტროტუარის ბოძკინტი. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცი ღია მოტეხილობებით და სისხლდენით, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს ინფომაციით, საავადმყოფოშია გადაყვანილო მოპედის მძღოლიც. ფაქტზე გამოძიება 124 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობას გულისხმობს. როგორც რეფერალურ საავადმყოფოში გვითხრეს, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაზარალებულს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება. 

ამავე კატეგორიაში