სპორტი მთავარში

08 დეკემბერი 2017, 00:00 1972 ნახვა

• დღეს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მერვე ტურში ბათუმმა  მოქმედ ჩემპიონ ქუთაისს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 63 : 67 დამარცხდა.  ქუთაისელები მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ. ბოლო მეოთხედში ბათუმმა 14 ქულიანი ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა,  თუმცა  წონასწორობის აღდგენა ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ 4 ქულის სხვაობით დამარცხდა.  ბათუმი მომდევნო შეხვედრას 15 დეკემბერს,სტუმრად „რუსთავის“ წინააღმდეგ გამართავს.

• საკალათბურთო ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გუშინ ორი ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის გუნდების შეხვედრა გაიმართა. საბოლოო ჯამში  თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” შერმადინის „უნიკახას“ 6 ქულით აჯობა. 88:82 ასეთია მატჩის საბოლოო ანგარიში. შენგელიას მონაგარი არასრულ 20 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარებაა. ბასკონიას შემადგენლობაში მეორე საუკეთესო მაჩვენებელია. შედარებით ნაკლები დრო დაჰყო პარკეტზე გიორგი შერმადინმა, 14 წუთსა და 29 წამში 2 ქულას და 3 მოხსნას მოუყარა თავი. 16 გუნდიან ევროლიგის სატურნირო ცხრილში ბასკები მეცხრე პოზიციაზე არიან.  ანდალუზიური  უნიკახა კი ბოლო ადგილზეა. 14 დეკემბერს ბასკონია სტუმრად ანადოლუ ეფესს შეხვდება. უნიკახა კი ხიმკის უმასპინძლებს.  

• 2017 წლის ოქროს ბურთის მფლობელი, პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის თავდამსხმელი  კრიშტიანუ  რონალდო გახდა. 32 წლის შემტევმა „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა და ზედიზედ მეორედ, კარიერაში კი მეხუთედ მოიპოვა წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. რონალდო მოპოვებული ოქროს ბურთების რაოდენობით ლეო მესის გაუთანაბრდა, თავად მესი კი წლევანდელ გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა. სამეულში მოხვდა ბრაზილიელი ნეიმარი, ხოლო მეოთხე ადგილზე იუვენტუსის გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი გავიდა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი პარიზში საკუთარი თვითმფრინავით, ოჯახთან და მეგობართან გოგონასთან ერთად ჩაფრინდა.

• უეფამ ერთა ლიგის ტურნირზე გუნდები ოთხ ლიგაში რეიტინგის მიხედვით კალათებში გადაანაწილა,  საქართველოს ნაკრები დ ლიგის პირველ კალათაში მოხვდა აზერბაიჯანის, მაკედონიის და ბელორუსის ნაკრებებთან ერთად. ჩვენი ნაკრების მეტოქეები დანარჩენი სამი კალათიდან შეირჩევიან. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული სი ლიგაში გადაინაცვლებს. ოთხივე ლიგის საუკეთესო ნაკრებები კი ევრო 2020 ის საგზურს მოიპოვებენ.  მაგრამ მათ შორის ვერ იქნება ის გუნდი, რომელიც შესარჩევი ეტაპის შედეგად მოხვდება ევრო 2020 -ზე. ერთა ლიგის წილისყრა მომავალი წლის 24 იანვარს ლოზანაში ჩატარდება.  I ტური: 2018 წლის 6-8 სექტემბერსაა დაგეგმილი.

• უეფას აღმასკომმა გუშინ ნიონში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფორმატი და მასპინძელი ქალაქების სიაც დაამტკიცა. ჩემპიონატის 6 ქვეჯგუფი 12 ქალაქზე გადანაწილდა. ესენი რომი, ბაქო, პეტერბურგი, კოპენჰაგენი, ამსტერდამი, ბუქარესტი, ლონდონი, გლაზო, ბილბაო, დუბლინი, მიუნხენი და ბუდაპეშტი. გახსნით შეხვედრას რომის "სტადიო ოლიმპიკო" უმასპინძლებს. ნახევარფინალური და ფინალური მატჩები ლონდონის „უემბლის: სტადიონზე ჩატარდება. ამავე სტადიონზე შედგება დ ჯგუფის მატჩები რადგან ბრიუსელში ახალი სტადიონის მშენებლობა შეჩერდა და ამის გამო ბელგიის დედაქალაქი დაისაჯა. ევრო 2020 ის საკვალიფიკაციო ეტაპი მარტიდან 2019 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება. 

ამავე კატეგორიაში