სასამართლო პროცესზე მერაბ ღოღობერიძე დაიკითხა

05 დეკემბერი 2017, 00:00 2849 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო სხდომა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ღოღობერიძემ შუამდგომლობა დააყენა, ბრალდებული სხდომაზე მისი ჩვენების ერთ-ერთ ნაწილში მედიისთვის დახურვას ითხოვდა, თუმცა მამისეიშვილმა განუხილველად დატოვა.

ბრალდებულმა ჩვენების დროს შსს-ს აჭარის პოლიცის  დეპარტამენტის უფროსიც დაასახელა. მერაბ ღოღობერიძის თქმით, აქციის დღეს ლაშა გოგნიაშვილი შეხვდა და  მას  და დახმარება ხალხის დაშლა სთხოვა. ადვოკატის შეკითხვაზე თუ რატომ ჩათვალა ლაშა გოგნიაშვილმა სწორედ მისი დახმარება მან უპასუხა, რომ როგორც უფლებადამცველს ისე მიმართეს.

ამავე კატეგორიაში