ღოღობერიძისა და ჩხვირკიას სასამართლო პროცესი დღეს 15 საათზეა ჩანიშნული

05 დეკემბერი 2017, 00:00 3010 ნახვა

ბათუმში 11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების მორიგი სასამართლო სხდომა დღეს 15 საათზეა ჩანიშნული. დღეს დაიკითხება ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე, რის შედეგად მტკიცებულებათა გამოკვლევა მეორე ბრალდებულის ირაკლი ჩხვირკიას ნაწილში დაიწყება.

დაიკითხებიან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები. ღოღობერიძე წინა პროცესზე უნდა დაკითხულიყო, თუმცა ის სხდომაზე არ გამოცხადდა. გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ორივე ბრალდებულთან დაკავშირებით, პატიმრობის მიზანშეწონილობის საკითხზეც უნდა განიხილოს.

ამავე კატეგორიაში