მზიანი ამინდი დასავლეთში და თოვლჭყაპი აღმოსავლეთში

01 დეკემბერი 2017, 00:00 5188 ნახვა

მომდევნო 3 დღის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში - ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

ბათუმში მზიანი და თბილი დასვენების დღეები იქნება  6 მაისის პარკი | ბათუმი 

6 მაისის პარკი | ბათუმი  თბილისისგან განსხვავებით, სადაც ტემპერატურა რვა გრადუსამდე დაიკლებს, ბათუმსა და ზოგადად აჭარაში 20 გრადუსამდე დათბება.

ოფიციალური პროგნოზით, წელს ზამთარში საშუალო მრავალწლიან მონაცემებთან შედარებით ერთი გრადუსით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება. მონაცემებს მეტეოროლოგიური ცენტრი აკვირდება. 

სინოპტიკოსები თბილი ზამთრის მიუხედავად, ზოგიერთ რაიონში, უხვთოვლიანობას არ გამორიცხავენ. ინტენსიური თოვლის დროს კი, საქართველოს დაბლობ რაიონებში ტემპერატურა 0, +3 გრადუსამდე დაფიქსირდება.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი