ბათუმის ''დინამო'' უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის

30 ნოემბერი 2017, 00:00 3903 ნახვა

ბათუმის ''დინამოს'' უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი შეუმცირდა. დღეს კლუბმა ''პლეი-ოფის'' გასვლითი თამაში წააგო. ბათუმის ''დინამო'' მეორე ლიგის ბოლნისის სონთან'' 2:3 დამარცხდა. მეტოქის კარში ბურთები დავით კვირკველიამ და ვაკო თევდორაძემ გაიტანეს.

დღევანდელი თამაშის შემდეგ, ბათუმის ''დინამო'' უმაღლეს ლიგაში იმ შემთხევაში დარჩება, თუ განმეორებით მატჩში მოიგებს. კლუბმა ბოლნისის ''სიონს'' კარში ბურთi არ უნდა გაატანინოს და 1:0 მოიგოს. ან ორბურთიანი სხვაობით დაასრულოს თამაში. 

განმეორებითი მატჩი ბათუმში, ‘’რაგბი-არენაზე’’ 3 დეკემბერს ჩატარდება. 

თუ ''ბათუმის'' დინამომ წააგო, კლუბი უმაღლესი ლიგიდან გავარდება და მას შესაბამისი დაფინანსება შეუწყდება. 

ამავე კატეგორიაში