ომბუდსმენობის კანდიდატი: ''პატრიოტთა ალიანსმა'' წარადგინა, თუმცა მის იდეოლოგიას არ ვიზიარებ''

30 ნოემბერი 2017, 00:00 3173 ნახვა

სახალხო დამცველის პოსტზე "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი გიორგი ფოფხაძე ამბობს, რომ ის პარტიამ წარადგინა, თუმცა მის იდეოლოგიას არ იზიარებს. 

ჟურნალისტებთან კომენტარი ფოფხაძემ პარლამენტში გააკეთა, სადაც დეპუტატებმა დღეს ომბუდსმენი უნდა აირჩიონ. 

გიორგი ფოფხაძის ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი შრომითი და უმცირესობების უფლებების დაცვა იქნება. "ვიქნები მიუკერძოებელი მსაჯული" - განაცხადა ფოფხაძემ და განმარტა, რომ ირმა ინაშვილის შეთავაზებას იმიტომ დათანხმდა, რომ დეპუტატი მისი მეგობარია.

სახალხო დამცველის პოსტზე ფოფხაძემ კონკურენცია "ქართული ოცნების" და არასამთავრობო ორგანიზაციის კანდიდატს ნინო ლომჯარიას უნდა გაუწიოს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში