აქვს თუ არა კავშირი ბრალდებულს ტერორისტულ დაჯგუფებასთან

28 ნოემბერი 2017, 00:00 3386 ნახვა

რა კავშირი აქვს ქობულეთში, სპეცოპერაციისას დაკავებულ ქალს ტერორიზმთან? ტერორიზმი ახსენა და სხდომის დახურვა მოითხოვა დღეს საქმის პროკურორმა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დავით მამისეიშვილმა ახალგაზრდა ქალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას სახელმწიფო ბრალმდებელი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონოდ შეძენა - შენახვას, ტარებას, გადაზიდვას და გასაღებას ედავება.

ბრალდებულმა, კითხვაზე ჰყავს თუ არა საქართველოში ახლობლები, რეგიონში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახი დაასახელა. საქმის დეტალები “მთავარისთვის” სასამართლო სხდომიდან გახდა ცნობილი. ამასთან, ჩავწერეთ ქობულეთში, იმ საცხოვრებელ სახლში მცხოვრებლები, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ასევე მეზობლები.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში