ქობულეთში სპეცოპერაციისას ამოღებულია საბრძოლო მასალა

26 ნოემბერი 2017, 00:00 2480 ნახვა

ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები კვლავ უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ და ამბობენ, რომ ერთი პირია დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, თოფისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა და გასაღებას გულისხმობს.

ვინაა დაკავებული და ჰქონდა თუ არა მას რომელიმე დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირი, უცნობია. ადგილობრივები პირად საუბარში ყვებიან, რომ სახლი საიდანაც სამართალდამცავებმა პირი აიყვანეს გაქირავებული იყო და მასში სავარაუდოდ ქალი და კაცი ცხოვრობდა მომხდართან დაკავშირებით დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობენ  ქობულეთის გამგეობაში.

ამავე კატეგორიაში