ლაშა ჩიხლაძე -„მე ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას განსაკუთრებული ყურადღება და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ''

24 ნოემბერი 2017, 00:00 5152 ნახვა

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა ჩიხლაძე მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ უწყებას თოვლისაგან გზების გაწმენდის მოთხოვნით. ლაშა ჩიხლაძის თქმით, არის ფეხმძიმე ქალბატონებისა და ავადმყოფების გადმოყვანასთან დაკავშირებით ცრუ განგაშის შემთხვევები.

„მე ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას განსაკუთრებული ყურადღება და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ . ამ დროს შეძლება სხვა ადგილას უფრო საჭირო იყოს მძიმე ტექნიკის გადასროლა“- ამის შესახებ. აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა ჩიხლაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტურ პასუხში“ განაცხადა

ამავე კატეგორიაში