შეზღუდვა ენერგომომარაგებაში

24 ნოემბერი 2017, 00:00 3861 ნახვა

მთელი ღამის განმავლობაში თოვდა შუახევშიც. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა, დაბაში კი 40 სმ-ს აღემატება. პარალიზებულია მოძრაობა ყველა თემის მიმართულებით. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია. უამინდობის გამო, სასწავლო პროცესი შეწყდა ნაღვარევისა და უჩამბის სკოლებში და ხუთ საბავშვო ბაღში.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის შუახევის ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, გზების გაწმენდა დაიწყო, ჭვანის, ოლადაურისა და დღვანის მიმართულებით, სულ 8 ერთეული ტექნიკა მუშაობს. უამინდობასთან დაკავშირებით შუახევის მერიაში საგანგებო შტაბი მუშაობს.

ამავე კატეგორიაში