ბათუმის საკრებულოში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

21 ნოემბერი 2017, 00:00 3232 ნახვა

ბათუმის საკრებულოში საპატრულო პოლიცია ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოიძახა.  პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ოთახი რომელიც წლების მანძილზე ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" ეჭირა დაკეტილი დახვდათ.

ოპოზიციური პარტიის წევრი მირდათ ქამადაძე ამბობს, რომ მათ საკრებულოს ახალი თავმჯდომარის სულიკო თებიძის ბრძანება გადასცეს, რომლითაც ფრაქცია სხვა ოთახში გადაიყვანეს.  

დეპუტატი აცხადებს, რომ ბრძანების აღსრულება უკანონოდ მოხდა.  "ბრძანების გამოცემის უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს, მაგრამ ამ ბრძანების გამოცემის შემდეგ მიღება ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს, რაც არ გააკეთეს. როგორც ჩანს  "ქართული ოცნება' თავის პრიორიტეტად კაბინეტების გადანაწილებას თვლის" - ამბობს მირდატ ქამადაძე.  

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში