შაუხევის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას, სავარაუდოდ, არ მიიღებენ

20 ნოემბერი 2017, 00:00 4240 ნახვა

შაუხევის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას, სავარაუდოდ,  არ მიიღებენ. პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ოპოზიცია იმ შემთხვევაში იტყვის, თუ "ქართული ოცნების" კანდიდატი ისევ გიორგი დავითაძე იქნება. განცხადება  "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოსლან ზოიძემ გააკეთა.

მისი თქმით, გიორგი დავითაძის კანდიდატურას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა ერთხელ არ დაუჭირა მხარი. "სხდომა გადაიდო გაურკვეველი ვადით იქამდე სანამ ძალოვანი და შესაბამისი სტრუქტურები დეპუტატებს ხელებს არ გადაუგრეხენ, წნეხში არ გაატარებენ და სასურველ გადაწყვეტილებას არ მიაღებინებენ. იგივე კანდიდატის წარდგენა ნიშნავს იმას, რომ მმართველ გუნდს წნეხის და ზეწოლის შედეგად უნდა გიორგი დავითაძის თავმჯდომარედ არჩევა. რადგან ერთხელ უკვე დააფიქსირეს დეპუტატებმა პოზიცია, თუ ამას შეცვლიან, ეს იქნება ზეწოლის აშკარა გამოვლინება" - აცხადებს ზოსიძე

დღეს შუახევის საკრებულოში თავმჯდომარეობის პოსტზე გიორგი დავითაძის კანდიდატურის არჩევას ერთი ხმა დააკლდა.

"ქართული ოცნების" 19 დეპუტატი ყავს, ამის მიუხედავად, ფარულ კენჭისყრაში მმართველი გუნდის კანდიდატმა 12 ხმა მიიღო.  

შუახევის საკრებულოში სხდომა კენჭისყრა 18:00 განახლდება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში