სპორტი მთავარში

16 ნოემბერი 2017, 00:00 2538 ნახვა

დღეს, გამთენიისას, პერუს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საკუთარ მოედანზე, საპასუხო შეხვედრაში  ახალი ზელანდია დაამარცხა და 1982 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება. ეს  შესარჩევი პლეი-ოფების ბოლო დაპირისპირება იყო, შესაბამისად მსოფლიოს 2018 წლის მუნდიალზე მონაწილე 32-ვე გუნდის ვინაობა ცნობილია. კენჭისყრა 1-ელ დეკემბერს, მოსკოვში გაიმართება. გუნდები 4 კალათაში ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის მიხედვით გადანაწილდნენ,  საიდანაც 8 ქვეჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს.რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, ის პირველ კალათაში მასპინძლის სტატუსით მოხვდა. ფიფას სპორტული პრინციპებიდან გამომდინარე ერთ ქვეჯგუფში. მხოლოდ ევროპის კონტინენტის წარმომადგენელი გუნდები შეიძლება განთავსდნენ.  

 უკრაინული გამოცემა სპორტ-ექსპრესის ინფორმაციით, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა და "ბეტისის" სარეზერვო გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა ბექა ვაჩიბერაძემ საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, ფიფამ დააკმაყოფილა ფეხბურთელის თხოვნა, საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლების მიცემის თაობაზე და ვაჩიბერაძე ახლო მომავალში საქართველოს მოქალაქეობასაც მიიღებს. ბექა ვაჩიბერაძე აქამდე უკრაინის 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა, შარშან: საქართველო-უკრაინის 21-წლამდელთა დაპირისპირებაში უკრაინის ნაკრების მაისურით გოლიც გაიტანა. ესპანეთში გადაბარგებამდე ვაჩიბერაძე დონეცკის "შახტარის" იმ ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი გახლდათ რომელმაც 2015 წელს უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალში ითამაშა. 
 

AP-ის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეორე წრის მატჩები გაიმართა ლონდონში, ნახევარფინალში უკვე გასული როჯერ ფედერერი უშანსოდ დარჩენილ მარტინ ჩილიჩს შეხვდა და 6;7 6;4 6;1 დაამარცხა.  გუშინ კი 36 წლის შვეიცარიელმა სამსეტიან ორთაბრძოლაში 20 წლის გერმანელ ალექსანდრ ზვერევს სძლია და ნახევრაფინალის საგზური გაინაღდა.  მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა ზვერევისა და ამერიკელი ჯეკ სოკის პაექრობაში დღეს გვიან ღამით გამოვლინდება. ა ჯგუფში კი ორი ტურის შემდეგ  გრიგორ დიმიტროვმა გაინაღდა მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება, გუშინ ბულგარელმა ბელგიელი დავიდ გოფინი 6:0, 6:2 გაანადგურა. 

გუშინ ლონდონში მსოფლიო რაგბის მე-13 გენერალური ასამბლეაზე 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძელ ქვეყნად საფრანგეთი დასახელდა. მსოფლიოს თასის მასპინძლობისთვის საფრანგეთის კონკურენტები ირლანდია და სამხრეთ აფრიკა იყვნენ. ექსპერტების შეფასებით სწორედ სამხრეთ აფრიკას უნდა მიეღო რიგით მეათე მსოფლიო თასის ჩატარების უფლება თუმცა წილისყრის შედეგები სხვაგვარი აღმოჩნდა. გამარჯვებულის ვინაობის გამოვლენას ორი ტური დასჭირდა, მეორე ტურში საფრანგეთმა სამხრეთ აფრიკას 9 ხმით აჯობა. საფრანგეთში მსოფლიო თასი მეორედ ტარდება, პირველად ფრანგებმა ტურნირი 2007 წელს ჩაატარეს და თასი სწორედ სამხრეთ აფრიკის ეროვნულმა გუნდმა მოიგო. მომდევნო უდიდესი სარაგბო ფორუმი კი  2019 წელს იაპონიაში გაიმართება. 

ქართველი ბორჯღალოსნები კარდიფში ნოემბრის მეორე ტესტ მატჩისთვის ემზადებიან. 18 ნოემბერს თბილისის დროით 18:30 საათზე, 75-ათასიან ‘პრინციფალითი სთედიუმზე’ საქართველოს ნაკრები უელსს შეხვდება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა გუნდების შემადგენლობა უელსთან მატჩს მილტონ ჰეიგი იმავე შემადგენლობით იწყებს, როგორითაც გასულ შაბათს კანადასთან ითამაშა. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გევრდის ინფორმაციით კვირის დასაწყისში ნაკრებმა აღდგენა გაიარა და უკვე მინდვრის და დარბაზის ვარჯიშებზე გადავიდნენ.  ბორჯღალოსნები კარდიფ ბლუზის სტადიონზე აქტიურად ემზადებიან. ამ შეხვედრამ ბრიტანულ მედიაში დიდი ინტერესი გამოიწვია,  გარდიანი ვრცელ სტატიას უძღვნის საქართველოს ნაკრებს და ხაზს უსვამს რომ რაგბის ელიტა ჩვენს ნაკრებს 6 ერში არ შეშვებით წინსვლის საშუალებას არ აძლევს. დღეს ასევე გამოქვეყნდა "წითელი ურჩხულების" დაცვის მწვრთნელის შონ ედვარდსის და მორაგბე ჰალამ ამოსის ინტერვიუები მოახლებულ მატჩთან დაკავშირებით. მანამდე კი ბიბისის უელსურმა გამოცემამ მოამზადა ვრცელი სიუჟეტი საქართველოს და ქართული რაგბის შესახებ. შეგახსნებთ რომ უელსის შემდეგ ერთ კვირაში ბორჯღალოსნები, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, აშშ ნაკრებს შეერკინებიან.   

ამავე კატეგორიაში