გამოფენა სამხატვრო სკოლაში

23 ივნისი 2016, 00:00 5072 ნახვა

„მეგობრობის პალიტრა“--გამოფენა ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლაში მოეწყო. ქართველი და ლიტველი მხატვრების ნამუშევრები 10 დღის განმავლობაში იქმნებოდა. პროექტის ფარგლებში ლიტველმა მხატვრებმა სკოლის სტუდენტებს მასტერკლასები ჩაუტარეს. ასევე, დაგეგმილია საერთაშორისო გაცვლითი პლენერები საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში. პროექტი აჭარის განათლების, სამინისტროს პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში განხორციელდა. პლენერი საქართველოს კულტურის ხელშეწყობით და განვითარების ფონდის ორგანიზებით გაიმართა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი