ცვლილება მერიის პროგრამაში

23 ივნისი 2016, 00:00 3469 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მქონე ბავთშვთა საკურორტო სარეაბილიტაციო პროგრამას, ომის ვეტერანები დაემატა. გაიზარდა ბიუჯეტიც და 219 ათასი ლარი შეადგინა, რომლის ფარგლებშიც 380 ბენეფიციარი, მათ შორის 150 ომში დაშავებული და ომში დაღუპულთა სტატუსის მქონე პირია. ისინი ბაკურიანში, წყალტუბოსა და ურეკში დაისვენებენ. მათ ფიზიოტერაპიული პროცედურები, მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა ჩაუტარდებათ, ასევე მიიღებენ მაგნიტური ქვიშის და ტალახის აბაზანებს. მერია უზრუნველყოფს პროგრამის მონაწილეების ტრანსპორტირებას, განთავსებას და სამჯერად კვებას.. მსურველებმა მერიას განცხადებით უნდა მიმართოს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი