ჩაქვში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

13 ნოემბერი 2017, 00:00 14172 ნახვა

დღეს დილით, ჩაქვში, 30 წლამდე მამაკაცი ეზოში, გარდაცვლილი იპოვეს. 

არაოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთი მოწმე იყო, რამდენიმე დღის წინ, ჩაქვში მოკლული 50 წლამდე მამაკაცის საქმეში. გავრცელებული ინფორმაციით, ანზორ კონცელიძე, 13 ადამიანმა მას შემდეგ სცემა, რაც სახლთან ჩხუბის გაშველებას ცდილობდა. ნაცემი მამაკაცი, 4 დღეში, რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.  გარდაცვლილის შვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, არც იმაზე საუბრობს იყო თუ არა მამა ნაცემი. ოჯახს სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს. 

იყო თუ არა კონცელიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე დღეს გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი და  იმყოფებოდა თუ არა პოლიციაში ოფიციალურად ჩვენების მისაცემად? ამ კითხვებზე კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკეთებენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საქმეზე მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით კვალიფიცირდება. სამინისტროში არ აზუსტებენ, შესაძლებელია თუ არა გამოძიებამ დღევანდელი სუიციდის ფაქტი მოკლული მამაკაცის საქმეს დაუკავშიროს. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში