''ექსპო ბათუმი 2016''-საორგანიზაციო შეხვედრა

12 აპრილი 2016, 00:00 6359 ნახვა

ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-9 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. "ექსპო ბათუმი 2016" 13-დან 15 მაისის ჩათვლით გაიმართება, თუმცა მანამდე რესტორნებისა და სასტუმროების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა გამოფენის დეტალები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. გამოფენაში წელს საქართველოს გარდა 9 ქვეყნიდან სასტუმროს, აღჭურვილობის, დეკორაციის, რესტორნისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ამავე კატეგორიაში