მერია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას გეგმავს

09 ნოემბერი 2017, 00:00 2912 ნახვა

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება. ამჯერად განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებზე იმსჯელებენ. მერიაში აცახდებენ, რომ ამ სფეროების დაფინანსება ძირითადად უცვლელი დარჩა, გრძელდება ძველი პროგრამებიც. პროექტის მიხედვით, განათლებაზე 14 მილიონ 217 ათასი ლარია გამოყოფილი, აქედან 12 მილიოზნე მეტს ბაღების გაერთიანება მიიღებს, მილიონ 300 ათასად კი კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება მე-19 საბავშვო ბაღს.

არის სიახლეც, მერია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას იწყებს. მომავლი წლისთვის 390 ათასი ლარია გამოყოფილი და ზუბალაშვილის 38 ნომერში მდებარე შენობის რეაბილიტაცია იგეგმება. რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს, პროგრამის საერთო ბიუჯეტი დაახლეობით 8 მილიონი ლარია. გუშინ ბიუჯეტის პროექტის განხილვისას  სოციალური და სანიტარული ზედამხედველობის საკითხებზე იმსჯელეს. საჯარო განხილვა ხვალაც გაგრძელდება. 

განახლებული:

ამავე კატეგორიაში