სარფის გზაზე ქვის ლოდს აფეთქებენ

05 ნოემბერი 2017, 00:00 3971 ნახვა

  სენაკი-სარფი-ფოთის 118-ე კილომეტრზე სპეციალისტები კლდიდან ჩამოშლილ ლოდს აფეთქებენ. სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით ნარჩენებს ტერიტორიიდან დღის ბოლომდე გაიტანენ.

სარფის საავტომობილო გზაზე, კლდიდან ქვის ლოდები გუშინ ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა,  სატრანსპორტო მოძრაობა ნახევარი საათით  შეფერხებული იყო. ქვის ლოდებისგან ცენტრალური გზა სპეციალური ტექნიკით გუშინვე გაწმინდეს.

სამუშაოებს შპს ‘’ზიმო 7’’ ახორციელებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში