მოსახლეობის პროტესტი

05 ნოემბერი 2017, 00:00 7252 ნახვა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი ინფორმაციით,  ახალაშენებული კორპუსის სარდაფში ახლოს მდებარე  ბენზინგასამართი სადგურიდან უკვე რამდენიმე თვეა ნავთობი ჟონავს. ამის შესახებ მათ არა ერთხელ მიმართეს ბათუმის მერიას, ბენზინგასამართი სადგურის მფლობელ კომპანიასა და გარემოს დაცვით უწყებებს, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.

მოსახლეობამ სარდაფიდან წყლის ამოტუმბვა საკუთარი ძალით სცადა. თუმცა ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ და მათ ამის საშუალება არ მისცეს. უწყების თანამშრომლების ინფორმაციით, წყლის ამოტუმბვის შემთხვევაში, მასში შერეული ნავთობი ზღვაში მოხვდება და ეკოლოგიურ პრობლემას შექმნის.

ამავე კატეგორიაში