ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

04 ნოემბერი 2017, 00:00 21340 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა ბათუმი ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ციხისძირში მოხდა. არსებული ინფორმაციით დაშავებულები საქორწილო ესკორტის წევრები არიან. 4 მათგანი საავადმყოფოში არის გადაყვანილი სამს კი მედიკოსებმა  სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

მომხდარ ფაქტს შსს იძიებს. სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების  წესის დარღვევას გულისხმობს.

ამ დრომდე მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში