ზონალური საბჭოს შემადგენლობა შეიცვლება

31 ოქტომბერი 2017, 00:00 2362 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის ე.წ. ზონალური საბჭოს დაკომპლექტების წესი შეიცვლება – გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი საზოგადოება “ბათომის” წევრებსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა. ძველი ბათუმის ისტორიული სახისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დამცველები, საბჭოს შემადგენლობის გადახედვას დიდი ხანია ითხოვენ, ამბობენ, რომ საბჭო, არა პროფესიული ნიშნით არამედ, ჩინოვნიკებითაა დაკომპლექტებული, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს ქალაქის იერ-სახეს.
 

საბჭო პასუხისმგებელია ძეგლებთან არსებულ მშენებლობებზე ნებართვების გაცემის ნაწილში, ბოლო პერიოდში მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო ისინი საზოგადოების ნაწილმა არაერთხელ გააკრიტიკა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში