''საკარმიდამო ნაკვეთი იძულებით და შეუსაბამო თანხის სანაცვლოდ დამატოვებინეს'' - ილია კონცელიძე

30 ოქტომბერი 2017, 00:00 2066 ნახვა

სოფელ ზედა აჭყვში კონცელიძეების ოჯახი სახელმწიფოსგან ექსპროპეაციის შედეგად დათმობილი ქონების არასათანადოდ შეფასებაზე საუბრობს. ოჯახის უფროსის მტკიცებით, საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი იძულებით და შეუსაბამო თანხის სანაცვლოდ დამატოვებინეს.

ადგილზე იმყოფებოდა ქობულეთის შემოვლითი გზის სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენელი. მისი ინფორმაციით, კონცელიძეების ოჯახმა კომპენსაცია  რამდენიმე თვის წინ მიიღო. დავა სასამართლოში გრძელდება.   კონცელიძეებმა სახელმწიფოსგან ექსპროპეაციით დათმობილ ქონებაში 172 ათასი ლარი მიიღეს.

ამავე კატეგორიაში