სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა ევროპაში ძლიერი ქარის შედეგად

30 ოქტომბერი 2017, 00:00 2879 ნახვა

სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა ევროპაში ძლიერი ქარის შედეგად. სტიქია გერმანიას, პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას დაატყდა. ქარიშხალმა ხეები მოგლიჯა. ჩეხეთის რამდენიმე რაიონში ქარის სიჩქარემ საათში 100 კილომეტრს მიაღწია.

რამდენიმე ათას ადამიანს კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ქარიშხალმა სახლებს სახურავები ახადა. ,,როიტერის" ცნობით, ცენტრალური ევროპა დაიტბორა. შეფერხდა სატრანსპორტო მოძრაობა. ბერლინში ქარიშხალი ,,ჰერვორტის" გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სპეციალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 

ამავე კატეგორიაში