ავარიის დროს დაშავებული ერთი მოქალაქე რეანიმაციაშია მოთავსებული

29 ოქტომბერი 2017, 00:00 7068 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ერთი მოქალაქე  რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს ქალა ტვინის და გულმკერდის დახურული ტრავმები აღენიშნeბა.  დაზიანებული აქვს ნეკნები.  დაშავებულს კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება. 

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, კლინიკა არცერთ მათგანს არ დაუტოვებია, მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. ექიმების თქმით, ისინი კონტაქტურები არიან. 

ჩაქვში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 6 მგზავრი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში