პროექტი „ უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“

29 ოქტომბერი 2017, 00:00 2529 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტი „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ საქართველოს საჯარო სკოლებში გრძელდება. პროექტის ფარგლებში, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და „112“-ის 108 თანამშრომელმა შსს-ს აკადემიაში სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა.

გადამზადებულები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლების მე-5 კლასის მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, უსაფრთხოების საკითხებზე 10 გაკვეთილს ჩაუტარებენ და საგანგებო სიტუაციების - მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევის დროს მოქცევის წესებს, ასევე, უსაფრთხოების აუცილებელ ნორმებს შეასწავლიან. მოსწავლეებისთვის ადაპტირებული სახითაა წარმოდგენილი საგზაო მოძრაობის წესები და საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის ნორმები.

ამავე კატეგორიაში