''სოკარ ჯორჯია'': ''ქალაქში სპეციფიკური სუნი გაზს არ უკავშირდება

28 ოქტომბერი 2017, 00:00 3284 ნახვა

"ბათუმის სანაპიროსთან სპეციფიკური სუნი გაზს არ უკავშირდება" - განმარტებებს "სოკარ ჯორჯიაში" აკეთებენ. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, გაზის მილების დაზიანებული არ არის.  ვარაუდობენ, რომ შესაძლოა სანაპიროსთან დამდგარი სუნი, ბათუმის პორტში შემოსული ტანკერის (ნავთობით დატვირთული გემი) ბრალი იყოს.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ძველ ბათუმსა და პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილიდან მძაფრი სუნი დგას. სოციალურ ქსელში ბათუმელების დიდი ნაწილი წერს, რომ გაზის სუნი იგრძნობა ყველგან.

"გაზის სუნია ქალაქში ყველგან", "დილით ფანჯრები გავაღე და ძლივს ჩავისუნთქე ისეთი საშინელი სუნი იყო", "ანბანის კოშკთან თვალები აგვეცრემლა ისეთ მძაფრი სუნია" - სოციალურ ქსელში წერენ ბათუმელები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის სამსახურსა და პორტის ადმინისტრაციაში ამოწმებს.

ამავე კატეგორიაში