საზოგადოება ''ბათომი'' ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვს

27 ოქტომბერი 2017, 00:00 3735 ნახვა

საზოგადოება "ბათომი", რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე მუშაობს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვს. "ბათომის" წევრები მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში ქალაქში გაცემული მშენებლობის ნებართვები საგანგაშოა. ისინი ე.წ. ზონალური საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლასაც მოითხოვენ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარედ მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხებს სწორედ ეს საბჭო წყვეტს.

"ბატონო ზურაბ, კიდევ ერთხელ და ისევ ნაცნობ საკითხთან დაკავშირებით მოგმართავთ საზოგადოება "ბათომის" წევრები; ქალაქ ბათუმის კულტურული (კონკრეტულად – ურბანული) მემკვიდრეობის მართვის პროცესში ამ უკანასკნელ პერიოდში გახშირებული საგანგაშო შემთხვევების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ სასწრაფო გადახედვას მოითხოვს მართვის რამდენიმე პრინციპი; განსაკუთრებით კი – კულტურული მემკვიდრეობის (ე.წ. "ზონალური") საბჭოს დაკომპლექტების წესი და შემადგენლობა. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანო ფაქტობრივად თქვენს დაქვემდებარებაშია, ვითხოვთ თქვენთან შეხვედრას,რათა გაგაცნოთ ჩვენი ხედვები ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით" - ნათქვამია მიმართვაში.

ამავე კატეგორიაში