მოსახლეობა ჰესის მშენებლობამდე გარანტიებს ითხოვს

26 ოქტომბერი 2017, 00:00 4116 ნახვა

გუნდაური და ჭალათი-ამ სოფლებს გაივლის გვირაბი, რომელიც  ,,აკავრეთა ჰესისთვის”, ქედაში უნდა აშენდეს. ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის დაწყებამდე სავარაუდოდ რამდენიმე თვეა, თუმცა მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეებზე უკვე საუბრობს.

ადგილობრივები ჩანჩახლოში განვითარებულ პროცესებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ეკოლოგიური პრობლემების წინაშე თავადაც აღმოჩნდებიან. არ გამორიცხავენ, რომ სოფლები  ტურისტული ინფრასტრუქტურის გარეშე დარჩება, რომლებიც მათი თქმით, გვირაბის მშენებლობის შემთხვევაში განადგურდება. ქედის  მუნიციპალიტეტში გვეუბნებიან, რომ ადგილობრივების ეჭვები უსაფუძვლოა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში