ამერიკელი ტელეწამყვანი შავ სიაში მოხვდა

24 ოქტომბერი 2017, 00:00 2282 ნახვა

ამერიკული ტელეარხის სი-ენე-ენის ერთ-ერთი შოუს წამყვანი  შეფ-მზარეული ენტონი ბურდენი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "შავ სიაში" შეიყვანა.  ამერიკელი ტელეწამყვანი   ბაქოსთან შეუთანხმებლად მთიან ყარაბაღში ჩავიდა.  

2013 წელს ბაქომ გამოაქვეყნა უცხოელთა შავი სია, რომლებიც აზერბაიჯანის ნებართვის გარეშე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ჩავიდნენ. ამ სიაში მოხვედრილებს აზერბაიჯანში ჩასვლა ეკრძალებათ.  სიას პერიოდულად  აახლებენ. ოქტომბერში სომხური მედია  იუწყებოდა, რომ  სი-ენ-ენის წამყვანი თავისი შოუს  "ენტონი ბურდენი- უცნობი ადგილები" ჩასაწერად მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი