ბიო სასუქების გაცემა დაიწყო

21 ივნისი 2016, 00:00 2242 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებისთვის ბიო სასუქების გაცემა დაიწყო. პროექტი მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყობის ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ფერმერებმა და აგრომეწარმეებმა უკვე გააშენეს მოცვისა და თხილის ბაღები. პროგრამა თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი მილიონ 131 ათას 954 ლარია. 

ამავე კატეგორიაში