ნახევარი მილიონი ლარი ხანძრების ლიკვიდაციისთვის

24 ოქტომბერი 2017, 00:00 2160 ნახვა

დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა აგვისტოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაციაზე. საუბარია ბორჯომის ხეობაში, აბასთუმანში, ახალდაბაში, ახალციხეში, ხულოში, კახეთში, თუშეთში, ფშავსა და თბილისში გაჩენილ ხანძრებზე.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხანძრების ლიკვიდაციაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 261 669 ლარი, დახმარების სახით მიღებული შემოსავლებიდან კი 205 000 ლარი დაიხარჯა, რაც ჯამურად 466 669 ლარს შეადგენს.

ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ სააგენტოს ბიუჯეტიდან საავიაციო საწვავის ხარჯების დაფინანსება არ განხორციელებულა, რამდენადაც სამაშველო სამუშაოებში სააგენტოს დახმარება გაუწია სხვადასხვა უწყებისა და ქვეყნის წარმომადგენელმა სამაშველო ძალებმა.

ამავე კატეგორიაში