რა შემთხვევაში იქნება გვარის შეცვლა შესაძლებელი

24 ოქტომბერი 2017, 00:00 2894 ნახვა

''სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტი იმსჯელებს.  

კანონპროექტით, გვარის შეცვლა იმ შემთხვევაშიც იქნება შესაძლებელი, თუ პირი გამოთქვამს სურვილს, მიიღოს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.

თუკი მოქალაქის საკუთარი და მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი ორწევრიანია (ორმაგი გვარი), ასეთი გაერთიანება, ზოგადი წესის შესაბამისად დაუშვებელი იქნება.

ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. საკითხს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში