4 პარტია ბათუმის საკრებულოში

22 ოქტომბერი 2017, 00:00 6088 ნახვა

მაჟორიტარულ არჩევნების წინასწარი მონაცემების მიხედვით ბათუმის 25 მანდატიან საკრებულოში, 19 დეპუტატი ''ქართული ოცნებიდან'' შევა. მათ შორის 10 მაჟორიტარული სისტემით არჩეული კანდიდატი და 9 პროპორციულით. ბათუმის ოლქის მონაცემების თანახმად, კიდევ სამმა პარტიამ გადალახა 4 პროცენტიანი ბარიერი, საკრებულოში 4 წევრს შეიყვანს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,” ერთს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და ასევე ერთს “ევროპული საქართველო''.

წინასწარი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოს დეპუტატები იქნებიან: ''ქართული ოცნებიდან'' : სულიკო თებიძე, ირაკლი მიქელაძე,  ნერიმან ცინცაძე, ლაშა სირაბიძე, ბესარიონ გოგოტიშვილი, დიმიტრი ჭეიშვილი, დავით მახარაძე, ნატალია ძიძიგური, თამაზ დევაძე.

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან'' მირდატ ქამადაძე, ლევან ანთაძე,  ნოდარ დუმბაძე,  კახა კუნჭულია.

“ევროპული საქართველოდან” - რაულ თავართქილაძე და “პატრიოტთა ალიანსიდან” არჩილ მამულაძე.

მაჟორიტარები, ასევე მმართველი პარტიიდან: თამაზ სალუქვაძე, გოჩა მგელაძე, ნატალია ზოიძე, ანზორ დევაძე, ელგუჯა ანდრიაძე, ზურაბ ნაკაიძე, ირაკლი თოფურიძე, ირაკლი პატარიძე, ომარ მახარაძე, მუხამედ ართმელაძე.

25 დეპუტატიდან მხოლოდ სამია ქალი. 

ამავე კატეგორიაში