''გამჭვირვალობა საქართველოს'' კვლევა 

20 ოქტომბერი 2017, 00:00 2099 ნახვა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა  1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.  მესამე სექტორის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ კვალიფიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ჯამში შემოწირულობების სახით 4 თვის განმავლობაში  10 მილიონ 319 ათას 998 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღეს.

აქედან როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ  93% მმართველმა პარტიამ მიიღო. ეს თანხები  კი როგორც არასამათავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ  12-ჯერ აღემატება დანარჩენი 14 კვალიფიციური სუბიექტისთვის შეწირულ თანხას. თანხა პარტიებს როგორც იურიდიულმა ისე ფიზიკიკურმა პირებმა შეწირეს. 32 იურიდიული პირიდან  31-მა  კი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის სასარგებლოდ მიიღო.

ამავე კატეგორიაში