ბრიფინგი  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 

20 ოქტომბერი 2017, 00:00 2662 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. თამარ ჟვანიამ დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა ამომრჩევლებსა და უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს ის რეგულაციები, რომლებიც ხვალიდან იმოქმედებს. მისივე ინფორმაციით, 21 ოქტომბერს ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2 ათას 58 წევრს და 64 მერს აირჩევენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი, ერთი საინიციატივო ჯგუფი,  71 ადგილობრივი სადამკვირვებლო და 31 საერთაშორისო ორგანიზაცია, ასევე  82  მედიასაშუალება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში