ერთი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ქედაში

20 ივნისი 2016, 00:00 4822 ნახვა

ერთი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ქედაში. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დაშავებულები მკურნალობას რაიონულ საავადმყოფოში გადიან. შემთხვევა სოფელ ქვითკირში მოხდა, დაშავებულები მანქანიდან მაშველების დახმარებით ამოიყვანეს. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.ავტოსაგზაო შემთხვევის გამოწვევის მიზეზი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მომხდარზე საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 276 მუხლის მეხუთე ნაწილით აღძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ისჯება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში