ამბები, რომელსაც დღეს ''მთავარში'' მოგიყვებით /ანონსი/

19 ოქტომბერი 2017, 00:00 1730 ნახვა

• ​იმამებს, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” და “ევროპულმა საქართველომ” ხულოში მაჟორიტარობის კანდიდატებად წარადგინა სრულიად საქართველოს სამუფთო სამმართველომ რელიგიური ლიდერის სტატუსი შეუჩერა. სამუფთოში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სასულიერო პირების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მიიღეს და ამას შინაგანაწესი ითვალისწინებდა. ზოგადად ფაქტი, რომ პოლიტიკური პარტია არჩევნებში იყენებს რელიგიას, რელიგიური ლიდერის ავტორიტეტს, თავიდანვე უარყოფითად შეფასდა მესამე სექტორში. როგორია მაჟორიტარობის კანდიდატების პოზიციები, ამას სოფო შავაძე მოგვიყვება რამდენიმე წუთში. 

• კენჭისყრის დღისთვის ემზადებიან საარჩევნო ადმინისტრაციები. უკვე გადაეცათ ოლქებს საარჩევნო ბიულეტენები. შეგახსენებთ, არჩევნების დღეს, ანუ 21 ოქტომბერს ამომრჩეველი სამი ფერის ბიულეტენს მიიღებს. ამ წუთებშიც საორგანიზაციო საკითხების ბოლო დეტალები ზუსტდება. არჩვენებამდე ერთი დღე რჩება. თამუნა გაზდელიანი ამზადებს რეპორტაჟს. 

• არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, უფლებამოსილება შეუჩერდება ბათუმის მოქმედ მერს. გიორგი ერმაკოვმა ქალაქის ხელმძღვანელის პოზიციაზე 3 წელი და 3 თვე იმუშავა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც იგი საზოგადოების კრიტიკის ეპიცენტრში არაერთხელ მოხვდა. როგორ აფასებენ მოქალაქეები და საკრებულოს დეპუტატები ერმაკოვის საქმიანობას მერის რანგში? ხათუნა შუშანიძე მოგვიყვება, ზუსტად ნახევარ საათში. 

• კოკისპირული წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ პრობლმები შეუქმნა კინტრიში-ჰესს. ჩაიხერგა სათავე ნაგებობა და მოიშალა გვირაბში შემავალი მილი. ჰესი ახლახანს შევიდა ექსპლუატაციაში, იგი ამ დროისთვის გაჩერებულია, მისი დადგმული სიმძლავერე 6 მეგავატია. ამ ჰესის მშენებლობა, ნაკრძალთან, 5 წლის წინ დაიწყო, პროექტს თავიდანვე აკრიტიკებდა “მწვანე ალტერნატივა.” რას აცხადებენ მშენებელ კომპანიაში, დეტალებს მტავარში 9-ზე მოგიყვებით. 

 

ამავე კატეგორიაში