მეწყრის გამო  შეფერხებული მოძრაობა 

19 ოქტომბერი 2017, 00:00 2168 ნახვა

მეორე დღეა ჩაკეტილია, ქედაში,  სოფელ ოქტომბრის 35 ოჯახთან დამაკავშირებელი გზა. გუშინ ღამით სოფლის ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. სოფელს აქვს შემოვლითი გზა, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქ მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილები გადაადგილდებიან. მეწყერმა გზა ჩამოშალა სოფელ მეძიბნაშიც, რის გამოც სკოლის მოსწავლეებს შემოვლითი გზით უწევთ გადაადგილება.

ორი დღეა ჩაკეტილია სოფელ ზვარესთან დამაკავშირებელი გზაც. აქ სამუშაოები გუშინ დაიწყო და დღეს დილიდან ისევ განახლდა. ამ დრომდე ახლობლებთან აფარებს თავს ქედაში ორი ოჯახი. ქედის გამგეობის ინფორმაციით, ზენდიდში მცხოვრებ ბერიძეების საცხოვრებელთან ჩამოწოლილი მეწყერი, მოგვიანებით გაიწმინდება.

რაც შეეხება გოგინიძეებში მცხოვრებ ბაჯელიძეების ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი მეწყერმა დაუნგრია, საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთვება. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა გუშინ დაიწყო და დღესაც  გაგრძელდება

ამავე კატეგორიაში