მთის კანონი-დავა საკრებულოს სხდომაზე

20 ივნისი 2016, 00:00 4232 ნახვა

საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა მთის კანონთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ვაჟა ბოლქვაძის მტკიცებით, მთაში მცხოვრების სტატუსი ქედაში მცხოვრებ პენსიონერებს დღემდე არ მიუღიათ. უმცირესობის შენიშვნებს არ იზაიარებენ სტატუსის მიმნიჭებელ კომისიაში. კომისიის წევრის თეა შარაშიძის განცხადებით, პირველადი რეგისტრაციით პენსიონერებისთვის სტატუსის მინიჭება გათვალისწინებული არ იყო, ამ დროისთვის კი მისი ინფორმაციით, პროცესი დაწყებულია. მუნიციპალიტეტში 3 ათას 426 პენსიონერი ცხოვრობს. ქედაში მთაში მცხოვრები პირის სტატუსი ამ ეტაპზე 14 ათასამდე მოქალაქეს აქვს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში