მოსალოდნელი ძლიერი შტორმის გამო ზღვაში გამავალი არხები იწმინდება

16 ოქტომბერი 2017, 00:00 4556 ნახვა

ზღვაში გამავალი სანიაღვრე არხები იწმინდება. ამ წუთებში სამუშაოები არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მძიმე ტექნიკა არხს ასუფთავებს. 

ზღვაზე ამ დროისთვის 5 ბალიანი შტორმია. სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ. 

"შტორმის გამო სანიაღვრე არხები სისტემატურად მოითხოვს გაწმენდას. იმის გამო, რომ წვიმის შედეგად ქალაქი არ დაიტბოროს "ბათუმის წყლის" წარმომადგენლები ზღვაში გამავალ ყველა არხს აკონტროლებენ. ძირითადად იწმინდება ჯავახიშვილისა და ლერმონტოვის ქუჩის, ასევე ჟირინის არხები" - განაცხადა რამაზ ასანიძემ. "ბათუმის წყლის" დირექტორის მოადგილე, ამბობს რომ შტორმის დროს არხები სილით  ივსება, რაც პრობლემებს ქმნის. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში