ახალი მუსიკალური ალბომები

15 ოქტომბერი 2017, 00:00 1884 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში არსებული ფოლკლორული ანსამბლები აუდიო ალბომებს გამოსცემენ. ანსამბლი "მოყვარე" გამგეობისა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით 15 მდე სიმღერას აუდიო დისკზე  ჩაწერს. ფონდ "ქართული გალობის" მიერ 20 სიმღერა უკვე ჩაწერა ქედის კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლებმა " იაგუნდმა" და "ელესამ".

ეს "ელესას" მეორე ალბომი იქნება და მათ რეპერტუარში უკვე 40  სიმღერაა თავმოყრილი. აუდიო ალბომების პრეზენტაცია ნოემბერში იგეგმება. ქედის კულტურის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მომავალში ქედელი მეჭიპონეებისა და მერისის ანსამბლი "მოყვარე" მეორე აუდიო ალბომის ჩაწერს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი