სოფელ მახალაკიძეებში არსებულ მდგომარეობას კომისია შეისწავლის

19 ივნისი 2016, 00:00 2670 ნახვა

დღეს სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროს, აჭარის მთავრობის აპარატის, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიასა" და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე დღეში შერეული კომისია, სადაც ექსპერტებიც იქნებიან ჩართული სოფლის მდგომარეობას კიდევ ერთხელ, დეტალურად შეისწავლიან. დასკვნები კი ივლისის ბოლოს დაიდება. კომისიის წევრები ვარაუდობენ რომ ამ ხელახალი კვლევით დადგინდება არის თუ არა კავშირში სოფელში არსებულ პრობლემები გვირაბის მშენებლობასთან. შეხვედრაზე მოსახლეობამ კომპანიასა და ადგილობრივებს შორის გაფორმებულ მემორანდუმზეც ისაუბრა, მათი თქმით რამდენიმე პუნქტიანი დოკუმენტიდან კომპანიას რამდენიმე საკითხი დღემდე არ მოუგვარებია. კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია"-ს აღმასრულებელი დირექტორი შეხვედრის შემდეგ აცხადებს რომ მოტხოვნის შემთხვევაში სოფელში სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ სამუშაოების ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ სოფელ მახალაკიძეების მკვიდრებმა ხუთი დღის წინ საპროტესტო აქცია დაიწყეს და დღემდე გვირაბის შეს

ასვლელი ჩაკეტილი ჰქონდათ. აქციის მონაწილეები დარწუმებული არიან რომ თქმით გვირამის მშენებლობამ მათ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

ამავე კატეგორიაში