პეტიციები თვითმმართველობაში

10 ოქტომბერი 2017, 00:00 2189 ნახვა

დაბა ხულოში აგრარული ბაზრისთვის შენობას ითხოვენ. იმის გარდა, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე გამოფენილი დახლები მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ისინი წვიმასა და სიცივეში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ.

მოსახლეობამ ხულოს საკრებულოს პეტიციით მიმართა. ბოლო ორ წელიწადში ხულოში სულ 14 კოლექტიური წერილი შევიდა, აქედან გასულ წელს უმრავლესობა შესრულდა, ნაწილი კი შესრულების პროცესშია. მოქალაქეებს პეტიციების მომზადებაში “დემოკრატიის ინსტიტუტი” ეხმარება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში