შავი ზღვის სანაპიროზე ღამით ძლიერი წვიმა იქნება

09 ოქტომბერი 2017, 00:00 5746 ნახვა

დღეს დილიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან, გავრცელება დაიწყო შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასებმა, რის გამოც ამინდის პირობები გაუარესდა.

დღეს, გვიან საღამოს უფრო ინტენსიურად მოხდება, ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რის გამოც ღამისა და დილის საათებში სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექით, ნალექთან ერთად შესაძლებელია დასავლეთის ქარის გაძლიერება.

შესაბამისად ხვალ, 10 ოქტომბერს, აჭარაში ​ჰაერის ტემპერატურაც დაიწევს. 

ბათუმი- უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. წვიმა, ელჭექით, ღამისა და დილის საათებში შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +16 დღისით +18.

ხულო- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა, ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +10 დღისით +13

გოდერძის უღელტეხილი- ცვალებადი მოღრუბლულობა. წვიმა და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +2 დღისით +9

შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა, ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +14 დღისით +16.

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა, ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +14 დღისით +17.

ხელვაჩაური - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა, ელჭექით, ღამით შესაძლებელია ძლიერი. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +15 დღისით +18

ქობულეთი - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა, ელჭექით, ღამით შესაძლებელია ძლიერი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +16 დღისით +17.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში